დიდი დაბრუნება, პრემიერ ლიგაში ჩატარებული სამი მატჩი, გატანილი სამი გოლი და თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო - კრიშტიანუ რონალდუ კვლავ ყურადღების ცენტრშია.
აღნიშნულ ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ: ჟოაო კანსელო ( "მანჩესტერ სიტი"), ანტონიო რუდიგერი ( "ჩელსი"), მოჰამედ სალაჰი ( "ლივერპული" ), ალან სენ-მაქსიმენი ( "ნიუკასლი" ) და ისმაილა სარი ( "უოტფორდი" ).
როგორც ჩანს 36 - წლის ფორვარდმა ყველა ზემოჩამოთვლილი პრეტენდენტი დამაჯერებლად დაამარცხა და აღნიშნული ჯილდოც დაიმსახურა.
რონალდუსთვის, "მანჩესტერულ კარიერაში ეს გახლავთ მეხუთე - "თვის საუკეთესოს" ჯილდო, ხოლო პირველი - მას შემდეგ რაც მან "მანჩესთერელთა მაისური ხელმეორედ მოირგო.