ვიქტორ ლინდელოფმა გუშინ "კარინგტონში" ივარჯიშა მიუხედავად იმისა, რომ გამოძახებული იყო შვედეთის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც თავის პირველ მატჩს კოსოვოსთან 9 - ოქტომბერს გამართავს.
კლუბმა დაამშვიდა გულშემატკივრები, რომლებმაც ივარაუდეს, რომ ვიქტორმა მიიღო ტრავმა და აცნობა მათ, რომ ის პირადი მიზეზების გამო რჩება კლუბში.
"ვიქტორ ლინდელოფი გამოძახებული იყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საბერძნეთის და კოსოვოს წინააღმდეგ, მაგრამ პირადი მიზეზების გამო ის ჯერაც არ წასულა".- იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ლინდელოფის მეუღლე, მაია არის ფემძიმობის ბოლო სტადიაში. 2019 - წელსაც ვიქტორმა უარი თქვა ნაკრებში გამოძახებაზე, როცა მაია მისგან პირველ შვილს ელოდებოდა.