"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი სკოტ მაკტომინაი ინდივიდუალური ვარჯიშების რეჟიმშია. რატომ სკოტი? ოლე გუნარ სოლსკიაერს ახალი გეგმა აქვს, კერძოდ სკოტის პოზიციის ცვლილება იგეგმება.
სამწვრთნელო შტაბის წევრები, კირან მაკკინი და მაიკლ კერიკი პირადად მეთვალყურეობენ აღნიშნულ საკითხს და პროცედურულ საკითხებში აქტიურად არიან ჩართულები.
თუ ოლე გუნარის გეგმა იმუშავებს, ეს მას საშუალებას მისცემს გუნდს ახალი ტაქტიკური მონახაზი 4-3-3 სისტემა დაუნერგოს, ძირითადი აქცენტი ასევე პოგბასა და ბრუნო ფერნანდეშის ამ სქემაზე მორგება იქნება.
რაც შეეხება ნემანია მატიჩს, ეს მისთვის საუკეტესო გადაწყვეტილება არ არის თუმცა მოქმედების გეგმა შემდეგ სატრანსფერო ფანჯრამდეა გაწერილი. - ინფორმაცია The Athletic - მა გაავრცელა