ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ოუენ ჰარგრივსი, ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის ბრაზილიელ წევრს ფრედს "ევერტონთან" გაშვებული გოლის გამო აკრიტიკებს.
დემირაი გრეის მიერ დაწყებული შეტევა რომელიც ფრედის მოქმედების ზონიდან უფრო აქტიურად დაიწყო და რომელსაც ბრაზილიელმა ვერანაირი შემაჩერებელი გასაღები ვერ უპოვა, დაგვირგვინდა გოლით, რითაც საბოლოო ჯამში "მერსისაიდელებმა" შინ ერთი ქულა წაიღეს.
ჰარგრივსის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონის მენეჯერობის დროს გუნდში ვერცერთი ჩამშლელინახევარმცველი მსგავსად ვერ ითამაშებდა , წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ერთ თვეს იუქმებდა.
"მსგავსი გოლის გაშვება არ შეიძლება. არასდროს. გიხდიან იმისატვის რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას იყოთ. უნდა შეასრულოთ საკუთარი საქმე და ეს არუნდა დაუშვათ.
ამ ყველაფერს პირადად ვირებ რადგან ვიცი ეს გარემოებები, მას ( ფრედს ) ორჯერ ჰქონდა შანსი შეეჩერებინა მოწინაარმდეგე და ეს შესაძლებლობა ორივეჯერ ხელიდან გაუშვა.
ეს დაუშვებელია. იმ შემტხვევაში თუ მსგავსად სერ ალექსის გუნდში ითამაშებდით, თქვენ აუცილებლად გამოტოვებდიტ ერთ თვეს და ამას სერიოზულად ვიძახი.
როგორ შეიძლებოდა ასეთი გოლის საკუთარ კარში მიღება? გასაგებია რომ მათ აკლიათ ჰარი მაგუაიერი და მისი ლიდერული თვისებები, მაგრამ როდესაც მოედანზე ორი ჩამშლელი ნახევარმცველია - მაკტომინაი და ფრედი - ასეთი გოლის გაშვება არ შეიძლება. - განაცხადა დასასრულს ჰარგრივსმა BT Sport - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.