"ასტონ ვილასთან" წარუმატებლად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ჟურნალისტებმა ბრუნო ფერნანდეშს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰკითხეს.
მას შემდეგ რაც "მაგნიფიკომ" სტანდარტის წარმატებულად შესრულება ვერ შეძლო, გაჩნდა უამრავი კითხვა და ინტერესიი თუ ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" მთავარი პენალტისტი.
გთავაზობთ ბუნოს კომენტარს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. კომენტარი "ვილიარეალთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ არის ჩაწერილი.
"პენალზე პასუხისმგებლობა ისევ ავიღე თუმცა იმ შეხვედრაში ვერ გავიტანე. მწვრთნელი, თამაშის დაწყებამდე მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანს". - განაცხადა დასასრულს პორტუგალიელმა.
როგორც ჩანს ფერნანდეში შესაძლოა ისევ მთავარ შემსრულებლად დარჩეს ამ როლის გუნდში, გავრცელებული ინფორმაციიტ თავად კრიშტიანუს ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს.