ნახევარმცველი მზად არის "წითელი ეშმაკების" რიგები დატოვოს მეტი სათამაშო დროის მისაღებად.
დონი ვან დე ბეეკი აპირებს კიდევ ერთხელ სცადოს და "მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დტოვოს. იუწყება Daily Mail.
ჰოლანდიელი აშკარად იმედგაცრუებული არის სათადარიგოთა სკამზე ყოფნით, რადგან ის არ მონაწილეობდა "მანჩესტერ იუნაიტედის" არც ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში.
ვან დე ბეეკი სასოწარკვეთილია მისი სათამაშო დროიდან გამომდინარე, მას სურს მიიღოს რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო , ვინაიდან მომავალი ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობა მის პრიორიტეტულ მიზნებშია.