ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად კენჭისყრა ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
კანდიდატთა შორის იმყოფება "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც "იუნაიტედში" ხელმეორედ დებიუტის შემდეგ მიმდინარე თვე შესანიშნავად ჩაატარა.
კრიშტიანუს მოწინააღმდეგეები კი იქნებიან: ჟოაო კანსელო ( "მანჩესტერ სიტი" ), ანტონიო რუდიგერი ( "ჩელსი" ), ალან სენტ-მაქსიმენი ( "ნიუკასლი" ), მოჰამედ სალაჰი ( "ლივერპული" ) და ისმაილა სარი ( "უოტფორდი" ).
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუსთან ერთად, "იუნაიტედს" მიმდინარე თვეში პრემიერ ლიგის ეგიდით ერთი წარუმატებელი მატჩი უფიქსირდება. "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო ტურში შეხვედრა შინ "ასტონ ვილასთან" დათმეს.