როგორც ჩანს, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ფლორენტინო პერესმა საბოლოოდ გადაწყვიტა შემტევი დაიმატოს და სანამ კილიან მბაპეს და ელრინგ ჰალანდს ელოდება, ზამთრის ბაზარზე ის ეძებს თავდამსხმელს, რომლის მოყვანა შეუძლია იჯარის წესით.
ვინაიდან რადამენ ფალკაოს და პიერ-ემერიკ ობამეიანგის განათხოვრების შანსი ძალიან დაბალია, ძალისხმევა კონცენტრირებული იქნება ედინსონ კავანიზე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ჯერ კიდევ სათამაშო წუთების გარეშეა.
შეგახსენებთ გასულ სეზონში ედინსონ კავანიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური 39 - ჯერ მოირგო და 17 - ჯერ გამოიჩინა თავი. აქამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ კავანის გადაბირებას კატალონიის "ბარსელონაც" გეგმავს.
მიმდინარე სეზონში ურუგვაელი თავდამსხმელი სათადარიგო სკამის ხშირი სტუმარია. სწორედ ამიტომ, სპორტული პრესა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" 21 - ნომერს წასვლას უქადის.