ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მაშინ როდესაც პრემიერლიგური "ევერტონი" ედინსონ კავანის გადაბირებას ცდილობდა, ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა გადაწყვიტა.
თუმცა თავდამსხმელმა გადაწყვეტილება შეცვალა და იანვარში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ინფორმაცია El Grafico - მ გაავრცელა.
ედინსონი, ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა, მას მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და არა სათადარიგო სკამი.
გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ კავანის მიმართ ინტერესს კატალონიის "ბარსელონა" გამოხატავს. შეგახსენებთ, რომ "ელ მატადორი" ინგლისურ გრანდს გასულ წელს "პარი სენ ჟერმენი" - დნ შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.