ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის ინგლისელი წევრი მარკუს რეშფორდი ამ დრომდე აღდგენით ფიზიოპროცედურებს გადის. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა მხრის არეში ოპერაცია ჩაიტარა.
თუმცა უახლესი ინფორმაციის თანახმად, "ვარსკვლავბიწუნას" დაბრუნების სავარაუდო თარირი დაანონსდა. "იუნაიტედის" ოფიციალური საინფორმაციო წყარო იუწყება რომ თავდამსხმელი გუნდთან ერთად ვარჯიშებს უკვე მომვალ კვირაში დაიწყებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ რეშფორდი გუნდის დახმარებას ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს. ამ დროისთვის ნორვეგიელი მენეჯერის გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
"წითელი ეშმაკები" პირველ ადგილოსან "ლივერპულს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მათ წინ "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" იმყოფებიან, ზემოხსენებულ კლუბებს "იუნაიტედთან" შედარებით ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.