თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2021, 20:13
ავტორი: manubro,
ნანახია: 1362,
კომენტარები: 9
პოლ ინსის ვრცელი ინტერვიუ
ეს ფიფას თამაში არ არის! პოლი შემტევებს აკრიტიკებს.
პოლ ინსის ვრცელი ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა , ვრცლად ისაუბრა The UNITAD STAND- თან "წითელი ეშმაკების" გასული შეხვედრის შესახებ და ამ თამაშში მოქმედი ფეხბურთელების მარგ ქმედებებზე, მან "წითელი ეშმაკების" რამოდენიმე ფეხბურთელი , ე.წ არასაჭირო მოქმედებებში დაადანაშაულა.

" მე მესმის რომ, ჯეიდონ სანჩო ჯერ კიდევ სწავლობს, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ ეს ვიდეო თამაში არ არის. სულ დრიბლინგი და დრიბლინგი, მცდელობები მოატყუო ორი, სამი და ოთხი კაცი მოედნის პატარა მონაკვეთზე და ამის მსგავსი ქმედებები, რათქმაუნდა სასიამოვნო სანახავია, როდესაც ამას მოედანზე ხედავ, თუმცა სულ ამის მცდელობა შეცდომაა, როგორც ჯესის ასევე ჯეიდონის მხრიდან, უბრალოდ სწორი ფეხბურთის თამაშია საჭირო.

სიმართლე გითხრათ , ეს ამაღელვებელია, თუ უყურებდით რაიანის (გიგზის) , და მის ნაირი მოთამაშეების ქმედებებს, ისინი გასცემდნენ პასებს, მაშინაც კი როდესაც ეს საჭირო იყო, თუნდაც ისინი ერთი-ერთზე ყოფილიყვნენ მოწინააღმდეგესთან პირისპირ. მათ კი უბრალოდ სურთ ირბინონ ბურთით, აკეთონ ცრუ მანევრები და ქუსლით ეფექტურად ითამაშონ.

ამას ვხედავდი, მარსიალის თამაშში , ასევე დრო და დრო ჯესის და ჯეიდონის თამაშშიც. ისინი უნდა მიხვდნენ ბოლოს და ბოლოს , რომ დრიბლინგი ერთადერთი გამოსავალი არ არის , გასცდე მოწინააღმდეგეს, რომ აღმოჩნდე საჯარიმოში".


პოლ ინსმა დამატებით ისაუბრა ენტონი მარსიალზე, რომელიც არცთუ საუკეთესო ფორმაშია.

"საინტერესოა, რამდენი ფეხბურთელია მის პოზიციაზე მეტად პრიორიტეტული "მანჩესტერ იუნაიტედში", სურს თუ არა მას სატრანსფერო ფანჯარაზე წასვლა?.. ვფიქრობ არა, "იუნაიტედი" კვლავ მის გეგმებშია" - თქვა მან.

მე უბრალოდ ვუყურებდი მარსიალის სხეულის ენას, თუ როგორ მოქმედებდა ის და ვფიქრობდი, ნუთუ ამ ბიჭს ოთხშაბათს საღამოს მოედანზე მართლა სურდა ყოფნა. ხშირად ასე ხდება , როდესაც მაღალი დონის მოთამაშე , შაბათს საღამოს ვერ ვხდება ძირითად თერთმეტეულში, შემდგომ ის თავის თავს ეკითხება, თუ რატომ არის ის ძირითადში კარაბაოს თასზე. ალბათ ყველა დამეთანხმება, ვინც უყურა ენტონის თამაშს, რომ მას იქ ყოფნა არ სურდა.

ვფიქრობ მარსიალი მუდამ მზად, ყოფნაში უნდა იყოს თამაშისთვის, კრიშტიანუ ვერ შეძლებს ყველა თამაში ითამაშოს, გუშინ ენტონის ჰქონდა შანში ოლესთვის ეთქვა - შემხედე მე ისევ მინდა ჩემს მაისურს ვიცვამდე და გოლები გამქონდეს", მაგრამ სამწუხაროდ ეს იყო კიდევ ერთი იმედგამაცრუებელი შოუ ენტონის შესრულებით" - განაცხადა ინსმა.



წყარო: GOAL
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: onlyred
27 სექტემბერი 2021 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მარსიალი არის უპერსპექტივო ფეხბურთელი.
ხასიათის კაცია და მორჩა.

მსგავსია პოგბაც, უბრალოდ პოგბას ნავარჯიშები მაინც ემჩნევა ხოლმე და კლასი აქვს ბევრად მაღალი
0
№2
ავტორი: NikShali
27 სექტემბერი 2021 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 143
მთავარი ჭირი სულშერი
მოიყვანონ ზიდანი სანამ დროა და არ დაიშალა გუნდი იმენა რაც იყო ბოლო წლები არაფერი შეცვლილა ამდენი შემტევი ყავს და ორი საყდენით თამაშობ
რატო უნდა მოგწონდეს მაჩესტერის ფეხბურთი ოლეს ხელში არ მეამის

ოლე გუნარი იქნებოდა კაი სპორტულ დირეკტორად ესმის მაგ საქმე
ტრეინერი არის ნოლი იმენა ასეთი გუნდით არვიცი წააგო შეილება მარა ფეხბურთი ითამაშო მაინც
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
27 სექტემბერი 2021 21:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვილიარეალს თუ კარგად მოუგებენ, ხარისხიანი ფეხბურთით ცოტა შეიძლება გამომიკეთდეს ხასიათი და იმედია ისეთ ფეხბურთს არ აჩვენებენ, როგორც ბოლო რამდენიმე თამაშია.
0
№4
ავტორი: levionok
27 სექტემბერი 2021 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ველოდები როდის დაიდება სტატია "ოფიციალურად სულშერი გაუშვეს"
0
№5
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2021 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ვნახოთ აბა ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი ვილიარეალთან თამაშში .. იმედია გაგვახარებენ ბიჭები
0
№6
ავტორი: shotkin
28 სექტემბერი 2021 00:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ყველაფერი სიმართლე თქვა რა, მარსიალზეც ყველაფერი 1-1 ში ზუსტად ახსნა , სანჩო კი ასაკით პატარაა მარა გამოცდილება აქვს საკმაოდ და რაღა ჩვენთან სწავლობს ეს დალოცვილი როცა დორტმუნდში 2-3 სეზონი დაფრინავდა? ძალიან რთულად ჩამოსაყალიბებელი გუნდი გახდა მანჩესტერი რა ყველა მოიხოდა ვინც დაქცეული იყო, ვინც ზენიტში იყო ისინი დაეცნენ დაბლა და ეს გუნდი კიდე ისევ ისაა ჯამში რაც აქამდე იყო, ოლემ რაღაც დონემდე მართლა მიიყვანა გუნდი გინდა სათამაშო დონით გინდა ტრანსფერებთ და მადლობა ამისთვის მარა უკვე ეტყობა რო გუნდის ახალ ლეველზე აყვანა აღარ შეუძლია და იქნებ წავიდეს რა.
1
№7
ავტორი: Buk777
28 სექტემბერი 2021 08:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Didia albatoba oleze y elaze vcdebodet ole ityvis mis satqmels tan ise rom wlebit darcheba gundshi
0
№8
ავტორი: Phil Jones
28 სექტემბერი 2021 09:07
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს ზიდანი რატომ მოგწონთ? :)))) რახან საყრდენებს და ტაქტიკას ადარებთ ეგეც 2 საყრდენით თამაშობდა სულ და არანაირი ტაქტიკა მაგას არ ქონდა, დავაი ბიჭებო თქვენ იცით როჟა იყო რაც იმ რეალში ამართლებდა...მაგაზე ბევრად გააზრებულ ფეხბურთ გიგზი ათამაშებდა უელსს კაცობაში რომ არ იჭრებოდეს ხოლმე :)))))))
0
№9
ავტორი: Silver
28 სექტემბერი 2021 15:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ციტატა: Phil Jones
ეს ზიდანი რატომ მოგწონთ? :)))) რახან საყრდენებს და ტაქტიკას ადარებთ ეგეც 2 საყრდენით თამაშობდა სულ და არანაირი ტაქტიკა მაგას არ ქონდა, დავაი ბიჭებო თქვენ იცით როჟა იყო რაც იმ რეალში ამართლებდა...მაგაზე ბევრად გააზრებულ ფეხბურთ გიგზი ათამაშებდა უელსს კაცობაში რომ არ იჭრებოდეს ხოლმე :)))))))


გენადიჩი მოვიყვანოთ ვაბშე, თავისუფალიაო თან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top