ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ ნახევარმცველს დონი ვან დე ბეეკს კარიერის ისევ "ნისლიან ალბიონზე" გაგრძელების შესაძლებლობა ექნება ოღონდ სხვა გუნდის მაისურით.
აღნიშნული კადრით, საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებას, მერსისაიდული "ევერტონის" ესპანელი დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი ეცდება.
"წიტელი ეშმაკების" ძირითადი შემადგენლობის წევრი დონი ნამდვილად არ გახლავთ, დაეხმარება ტუ არა ეს ფაქტორი ბენიტესის კლუბს ტრანსფერის წარმატებით განხორცილებაში გულშემატკივარი იანვარში შეიტყობს.
გავრცელდა ასევე ცნობები იმის შესახებ, რომ ვან დე ბეეკისთვის ბრძოლაში ლონდონური კლუბი "არსენალიც" ჩაერთვება. როგორც ჩანს ჰოლანდიელს მსურველები არ აკლია.