ატკინსონის არასწორი გადაწყვეტილებები.
The Times- ის მიერ გვრცელებული ცნობის თანახმად, პრემიერ ლიგის მსაჯთა კომიტეტის შეხვედრაზე ითქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა მარტინ ატკინსონს, კრიშტიანუ რონალდუსა და ვლადიმერ სოუფალის მომენტზე თერთმეტმეტრიანის დანიშვნის გადაწყვეტილება მიეღო. საქმე ეხება პრემიერ ლიგის გასული ტურის დაპირისპირებას "ვესტ ჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის.
ასევე აღინიშნა ვიდეო-ასისტენტის შესაძლო ჩართულობის ფაქტორი აღნიშნულ მომენტში, მათ უნდა დაეფიქსირებინათ შემთხვევა და გადასამოწმებლად შეხვედრის მთავარი არბიტრისთვის ეხმოთ.
კომიტეტის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ სოუფალმა კონტაქტირებისას სცადა ფხი აერიდებინა რონალდუსთვის, მისი მუხლი კრიშტიანუს მუხლს მაინც შეეხო.
განხილულ იქნა ასევე მეორე მომენტიც სადაც ამჯერად კურტ ზუმასა და კრიშტიანუ რონალდუს შორის იქნა კონტაქტი დასაფიქსირებელი, თუმცა ამჯერად სხდომაზე ატკინსონის გადაწყვეტილება გაამართლეს თერთმეტმეტრიანის არდანიშვნის შესახებ.
საერთო ჯამში კომიტეტმა მიიღო გამოხმაურებები კლუბებიდან, მწვრთნელების და მოთამაშეების მხრიდან, რომ შემდგომში მსაჯებმა უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ მსგავსი მომენტების დაფიქსირების შემთხვევაში. ასევე შემცირდა თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების წესები.
წყარო:
manutd.ru