რონალდუ მსოფლიოს გაოცებას განაგრძობს.
დიდი დაბრუნება შესაბამისად ეფექტური და შედეგიანი გამოდგა. დაბრუნების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგის 2 - შეხვედრაში 3 - გოლის გატანა შეძლო და ეს ყველაფერი არ არის.
მეორე დებიუტშივე, 36 - წლის სუპერვარსკვლავმა ჯერ "ნიუკასლის" კარები აიღო ორჯერ ხოლო შემდეგ დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" დაამწუხრა ერთი გოლით.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები თუ გულშემატკივრების ნაწილი ეჭვობდა - გაუძლებდა რონი პრემიერ ლიგის მაღალ ტემპს, სისწრაფებს, ზეწოლას, მან დაამტკიცა, ის არ აპირებს ტემპის შენელებას. საქმე ისევ ციფრებში და სტატისტიკებშია.
დაბრუნების შემდეგ, კრიშტიანუმ პრემიერ ლიგის სხვა მოთამაშეებზე მეტჯერ გაისროლა კარისკენ - 13 - ჯერ, საჯარიმოდან 12 - ჯერ, კარში დარტყმული 7 - ჯერ წავიდა.
მას ასევე ყველაზე მეტჯერ შეეხნენ მოწინააღმდეგეები საჯარიმოში - 21 - ჯერ, და ბოლოს ყველაზე მეტი შექმნილი სახიფათო მომენტი 5 - ჯერ. რონალდუ განაგრძობს დაამტკიცოს, რომ მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია.
წყარო:
sports.ru