ყოფილი ფეხბურთელი და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისათვის დღესაც საყვარელი პიროვნება პატრის ევრა მომავალი საქმიანობისათვის აქტიურ მზადებისა და სწავლების პროცესს განაგრძობს.
საქმე ეხება სამწვრთნელო საქმიანობას რომლის დაწყებასაც ფრანგი გეგმავს. პატრისს საკუთარი ძალების მოსინჯვა მთავარი მწვრთნელის პოსტზე სურს.
"წითელი ეშმაკების" ყოფილმა მარცხენა მცველმა სამწვრთნელო საქმიანობის საწყისი ეტაპის "A" - ლიცენზია აიღო. ინფორმაცია მან საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.
"ღრმა მადლობას ვუხდი "მანჩესტერ იუნაიტედს" მიღებული გამოცდილებისათვის. მადლობა ასევე ფეხბურთელებს რომლებიც სავარჯიშო სესიებზე საათობით უსმენდნენ ჩემს ყვირილს", - წერს ევრა.
უკანახაზელს მართლაც რომ მრავალფეროვანი კარიერა უმაგრებს ზურგს. გარდა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული წარმატებული პერიოდისა, ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერის ნაწილი გაატარა "იუვენტუსში", "მარსელში", "მონაკოში" და სხვა კლუბებშიც.
თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას ევრამ სწორედ ინგლისურ გრანდში მიაღწია, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში ევრამ 5 - პრემიერ ლიგის თასი მოიგო, ის ასევე ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც დაეუფლა.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.