კრიშტიანუ რონალდუს დედა, მარია დოლორეშ ავეირუ სამომავლოდ ისურვებდა რომ მისმა შვილმა პორტუგალიური "სპორტინგის" მაისური კიდევ ერტხელ მოირგოს. მაისური რითაც ყველაფერი დაიწყო.
"რონალდუ იქ უნდა დაბრუნდეს. მას უყვარს "სპორტინგის" მატჩების ყურება. მე მას უკვე ვუთხარი: შვილო, სანამ მოვკვდები მსურს რომ შენი დაბრუნება ვიხილო "სპორტინგში". მან კი შემდეგნაირად მიპასუხა: "ვნახოთ". - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუს დედამ.
მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო პროფესიონალური კარიერა სწორედ პორტუგალიურ კლუბში დაიწყო.
რის შემდეგაც 2003 - წელს საქმეში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ყოფილი მენეჯერი სერ ალექს ფერგიუსონი ჩაერთო, ამ ყველაფერს მოჰყვა ის რომ კრიშტიანუ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა და ისტორიის უდიდესი ნაწილი სწორედ ინგლისურ გრანდში შექმნა, გუნდში სადაც ელიტარული ფეხბურთის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.