ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველს დიოგო დალოს კლუბის დატოვება შეეძლო, გამომდინარე იქიდან, რომ მის მიმართ აქტიურ ინტერესს დორტმუნდის "ბორუსია" გამოხატავდა.
შეთავაზება პირადად დაბლოკა "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა. იმ დროს, ნორვეგიელმა დალოს ნდობა გამოუცხადა და გუნდში დატოვა.
სიტუაცია კი შემდეგნაირად განვითარდა, გამომდინარე იქიდან რომ დიოგოს ამ ეტაპზე მსუყე სათამაშო დრო არ მიუღია, პრესა მის წასვლაზე ალაპარაკდა.
ბრიტანული ტაბლოიდის The Sun - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური "რომას" დამრიგებელს ჟოზე მოურინიოს თავად სურს დალოს ხილვა მის კლუბში.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი მცველი "ოლდ ტრაფორდზე" სწორედ ჟოზეს ხელმძღვანელობის დროს გადაბარგდა. აღნიშნული წყარო წერს, რომ "რომაული" კლუბი ფეხბურტელის შეძენას ზამტრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისტანავე შეეცდება. მატ დალოს არენდის წესიტ გაფორმება სურთ საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.