დღეს თბილისის დროით 22:45 სთ-ზე ინგლისის თასის გათამაშება გაიმართება. "ოლდ ტრაფორდზე" ერთმანეთს, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" და დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" დაუპირისპირდებიან.
პირველად ერთი წლის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" გნაცხადში ცენტრალური მცველი ფილ ჯონსი იქნება. ბოლოს როდესაც ფილი გუნდის განაცხადში იყო 2020 - წლის 26 - სექტემბერი ფიქსირდებოდა კალენდარზე, მაშინ როდესაც "იუნაიტედი" ასევე ინგლისის თასზე 1/16 - ფინალს "ტრანმირ როვერსის" წინააღმდეგ მართავდა.
ის შხვედრა ინგლისურ გრანდმა 6 - 0 მოიგო, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩში ჯონსმა გოლის გატანაც შეძლო. ამის შემდეგ იყო მუხლის ტრავმა რომელმაც უკანახაზელი დიდი ხნით გამოთიშა საყვარელ საქმიანობას.
"მე ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. მტელი ამ ხნის მანძილზე ის ამტკიცებდა რომ არის ნამდვილი პროფესიონალი და აგრძელებდა მუშაობას საკუთარ თავზე. ის ამ მატჩში აუცილებლად ითამაშებს". - განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.