დღეს გავრცელებული უახლესი ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ კიპერს დინ ჰენდერსონს კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. მას სურს, რომ ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მოხდეს.
დინი თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუ ის სხვა რომელიმე კლუბს შეუერთდება მეტ სათამაშო დროს მიიღებს. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა თუ რატომაც სურს კარის დარაჯს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება.
რაც შეეხება ტრანსფერის სახეს, ფეხბურთელს მხოლოდ არენდის წესი სურს. შეგახსენებთ, რომ ის უკვე იმყოფებოდა ტრანსფერის ამ სახით "შეფილდის' შემადგენლობაში რომელმაც მან 2019/20 - წლების სეზონი გაატარა.
გასულ სეზონში ოლე გუნარის შემადგენლობაში ინგლისელმა ყველა ტურნირზე ერთადაღებული 26 - შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა სადაც 23 - გოლი გაუშვა.
რაც შეეხება კონტრაქტის ვადებს, ჰენდერსონი "იუნაიტედთან" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით 2025 - წლამდეა დაკავშირებული.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.