ფრანგი თავდამსხმელის ენტონი მარსიალისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გზები დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაიყრება. კლუბის ბოსებმა ფეხბურთელსა და მის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ მათი თანამშრომლობა სულ მალე შეწყდება.
ენტონი მარსიალმა და მის საფეხბურთო აგენტმა თავად უნდა მონახონ კლუბი სადაც ფორვარდი კარიერის გაგრძელებას შეძლებს. ინფორმაცია ბრიტანულმა წყარომ Eurosport - მა გაავრცელა.
სატრანსფერო ღირებულებას რაც შეეხება, ინგლისურ გრანდს მარსიალის სანაცვლოდ არანაკლები 40 - მილიონიი ევროს მირება სურს. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა.
ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის წინა ხაზის თიტოეულ პოზიციაზე კონკურენცია მართლაც რომ დიდია.
გავრცელებული ცნობებით, თავად ენტონის ინგლისის პრემიერ ლიგის დატოვება არ სურს. მოთამაშე "იუნაიტედის" ღირსებას 2015 - წლიდან იცავს.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.