ინგლისის ლიგის გათამაშება "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" ხვალ აიღებს სტარტს. ოლე გუნარ სოლსკიაერის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება.
სავარაუდოა, რომ ენტონი ელანგა და ალექს ტელეში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელმა მენეჯერმა აღნიშნული ფეხბურთელების მოედანზე გასვლა დაანონსა.
თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ბრაზილიელი და შვედი მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებენ თუ ძირითად შემადგენლობაში განთავსდებიან. სხვა საკადრო შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ვესტ ჰემის" შორის გასამართი სათასო შეხვედრა სტარტს თბილისის დროით ხვალ 22:45 - სთ-ზე აიღებს. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.