ინგლისური გრანდის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავის პოლ პოგბას შესახებ სპეკულაციებმა ახალი ფურცლის წერა დაიწყეს. მოლაპარაკებები მიმდინაეობს თუმცა მინო რაიოლას მიერ დღეს გავრცელებულმა ხმამაღალმა ინტერვიუმ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.
"პოლ პოგბას კონტრაქტი ივნისში ეწურება, ასე რომ, ჩვენ ვისაუბრებთ "მანჩესტერ იუნაიტედთან" და ვნახოთ რა მოხდება, ტურინი კვლავ მის გულშია.
არსებობს შანსი, რომ პოგბა დაბრუნდეს "იუვენტუსში", მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია თავად იტალიურ კლუბზე თუ რას მოიმოქმედებენ ისინი.
პოლი უკმაყოფილოა მისი ამჟამინდელი მდგომარეობით "მანჩესტერ იუნაიტედში ", რადგან იგი თავის თავს ვერ ავლენს იმ კუთხით, რა კუთხითაც გულშემატკივრები ელოდებიან მისგან ამის გაკეთებას. პოლს სჭირდება ჰაერის შეცვლა, ახალი გუნდი". - განაცხადა რაიოლამ Rai Sport- თან საუბრისას.