"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელის პოლ პოგბას მიმდინარე ხელშეკრულება 2022 - წლის ზაფხულში იწურება. როგორც სპორტული პრესა იუწყება, გუნდსა და პოლის წარმომადგენლებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაწყებულია.
თუმცა ოლე გუნარის გუნდს მოქმედებისათვის გეგმა "ბ" გამზადებული აქვს. იმ შემთხვევაში თუ პოგბა ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, ინგლისური გრანდი მის შემცვლელს გერმანული ბუნდესლიგიდან მოიყვანს.
საქმე ეხება დორტმუნდის "ბორუსიას" ინგლისელ ამომავალ ვარსკვლავს ჯუდი ბელინგემს. ფეხბურთელმა თავისი შესანიშნავი ასპარეზობიტ უკვე მიიქცია ევროპული გრანდების ყურადღება.
ტრანსფერის ღირებულება 55 - მილიონ ევროს შეადგენს თუმცა გერმანულ გუნდს მიზნად აქვს დასახული ბელინგემის სნაცვლოდ საკუთარი ბიუჯეტი 100 - მილიონი ევროთი შეავსოს.
მიმდინარე სეზონში ჯუდიმ 5 - ჩატარებულ მატჩში საკუთარი აქტივი 1 - გოლით და 1 - საგოლე გადაცემით შეავსო. აღნიშნული ინფორმაცია Goal.com - მა გაავრცელა.