ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "მანჩესტერ იუნაიტედს" არცთუ ისე ცოტა საქმე ექნება. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა The Sun - ი ავრცელებს.
"წითელი ეშმაკები" ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას და რაღაც დოზით გუნდში წმენდას გეგმავენ. დასახელდა წამსვლელ ფეხბურთელთა გვარები.
დიოგო დალო, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ალექს ტელეში, დონ ვან დე ბეეკი, ჯესი ლინგარდი და ენტონი მარსიალი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია რომელთაც შესაძლოა კლუბი დატოვონ.
უახლოესი თვეების მანძილზე, ოლე გუნარი და მისი სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელებთან ერთად მათ მომავალზე ისაუბრებენ, დარჩებიან თუ არა ზემოხსენებული მოთამაშეები "ოლდ ტრაფორდზე" იანვარში გახდება ცნობილი.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.