ის რასაც ყოველთვის ვერ ნახავთ.
პრემიერ ლიგის მეხუთე ტური, ოლე გუნარ სოლსკიაერისა და მისი გუნდისთვის მეტად დაძაბული და დრამატული გამოდგა. შეხვედრის მიმდინარეობისას და მის შემდეგაც ნორვეგიელი მენეჯერი მატჩის მთავარი მსაჯისა და მისი გუნდის მიმართ იმედგაცრუებას არ მალავდა.
იყო რიგი მომენტები სადაც "წითელი ეშმაკების" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე კრიშტიანუ რონალდუზე წესების დარღვევა მოწინააღმდეგის საჯარიმოში დაფიქსირდა, თუმცა ატკინსონის სასტვენმა დუმილი არჩია.
დუმდა "Var" - ის ოთახიც, სადაც მომენტების გამეორების საკითხს ყურადღება არც მიაქციეს. ამის შემდეგ ხდება შემდეგი, დევიდ მოიესის გუნდის ერთ - ერთ შეტევას მოჰყვა ის, რომ საკუთარ საჯარიმოში ლუკ შოს ბურთი ხელზე მოხვდა რის შემდეგაც ზემოხსენებული ინსტიტუცია საქმეში ჩაერთო რასაც ისიც დაერთო, რომ ატკინსონი მომენტის სანახავად "ვარის ეკრანისკენ" თავად გაეშურა რის შემდეგაც დავიდ დე ხეას საჯარიმოში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
ამ დროს, საინტერესო მომენტები დააფიქსირეს კამერებმა, ის რასაც "იუნაიტედის" გულშემატკივარი ყოველდღე ვერ ნახავს - გაცხარებული და გაგიჟებული ოლე გუნარ სოლსკიაერი.
ოლე გუნარმა წყლით სავსე ბოთლი აიღო და მიწაზე მთელი ძალით დაანარცხა რითაც ის ემოციები გამოხატა რაც პენალტის დანიშვნამ გამოიწვია.
საბოლოო ჯამში "იუნაიტედისთვის" ყველაფერი კარგად დამთავრდა თუმცა სოლსკიაერმა მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯების მიმართ უარყოფითი შეფასებები არ დაიშურა.