შესანიშნავი "მადრიდული" კარიერის შემდეგ, რაფაელ ვარანი ინგლისურ გრანდს "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი გამოწვევებისათვის შეუერთდა.
ფრანგმა საკუთარი შთაბეჭდილებებისა და მიზნების შესახებ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა და მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაც დაასახელა.
"მსურს გავხდე იმაზე უკეთესი ვიდრე ახლა ვარ. ჩემთვის ეს ახალი შეტყობინებაა - ახალი ლიგა, ახალი ატმოსფერო, განსხვავებული მენტალიტეტი.
ეს ყველაფერი ახალია ჩემთვის მაგრამ თითოეული დღისაგან სიამოვნებას ვიღებ. დააბრუნო "მანჩესტერ იუნაიტედი" მწვერვალებზე სადაც მისი ადგილი არის - ეს დიდი გამოწვევაა. ვგრძნობ რომ ამ კლუბში ხალხს გამარჯვებები და დიდი საქმეების კეთება სურთ, ეს ყველაფერი მოტივაციას მაძლევს".
ფეხბურთელმა ასევე ძველი დრო გაიხსენა, მაშინ როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი მის გადაბირებას ცდილობდა, ლეგენდარული შოტლანდიელი იმ დროს ფეხბურთელის ოჯახს ეწვია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
"ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. გასაოცარია მისი მსგავსი ადამიანის გაცნობა 18 - წლის ასაკში. ასეთი მოვლენის შემდეგ ხვდები რომ ეს შენი ბედია. "მადრიდში" გატარებული ათი წლის შემდეგ მე აქ ვარ". - განაცხადა დასასრულს რაფაელმა Sky Sports - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.