არბიტრმა "იუნაიტედი" დაამარცხა...
თურქმა არბიტრმა "მანჩესტერ იუნაიტედი" მიწასთან გაასწორა...
ჩვენ თქვენთან ერთად არ ვიცით წაგება... განა იმიტომ, რომ არ გვიყვარს ან არ გვინდა, ჩვენ ეს არ ვიცით... ვის მოეწონებოდა ასეთი მარცხი? სიმართლეს თქვენც კარგად ხედავთ და ხვდებით. მსაჯის დედა, რომელიც მატჩს გაწითლებული სახით უყურებს, ან კიდევ "ოცნების თეატრის" ტრიბუნაზე მწვრთნელთა ბრიგადა, რომელშიც ძალიან ბევრს სურს იტიროს მარცხის გამო, მაგრამ მათ კლუბის სიდიადე არ აძლევს უფლებას ეს ხალხის წინაშე გააკეთონ...და მოდით ისევ აპლოდისმენტები მივუძღვნათ იმ არბიტრს - ალიასკიდან ნეპალამდე, კოსტა-რიკიდან და ასე შემდეგ... ბევრი ჩვენგანი ამ დამარცხებას ძნელად გადაიტანს, ბევრიც კიდევ არ უარყოფს, მაგრამ მოდით ვთქვათ სიმართლე, რომ ისეთ კლუბს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" არ შეჰფერის სიტყვა "წაგება"...

ეს დაიწყო, როგორც ჩვეულებრივი აღზრდა - ერთ დღეს დედა გვაფრთხილებს, რომ ცხელს არაფერს არ უნდა შევხოთ, რადგან შემდეგ ძალიან გვეტკინება. მაგრამ ჩვენ არ დავიჯერეთ მისი ნათქვამი, ავედით ხის სკამზე და ცხელ ქვაბს მივუახლოვდით, რომ გაგვეგო მართლაც მტკივნეულია, თუ არა... ხელი დავიწვით, მაგრამ ამის გადატანა მოგვიხდა...
ასეთი რამ მოუვიდა "იუნაიტედსაც". ჩვენ ყოველთვის გვაფრთხილებდნენ:"წაგება ცუდია - მხოლოდ ქამბექები და გამარჯვებაა სიხარულის მომტანი." და ჩვენც ამ ნათქვამს სეზონიდან სენამდ ვითავისებდით....
არბიტრი...და რაა? მე უბრალოდ აღარ დავიწყებ არბიტრის ლანძღვას. ძალიან ბევრი რამ დამიგროვდა ამ არბიტრზე სათქმელი, მაგრამ ბოდიშით ამ სიტყვას რომ ვხმარობ, ეს გაბრაზება უბრალოდ ტუალეტში ჩავრეცხე...
ეს ულამაზესი და ამაღელვებელი მატჩი მსაჯის გადაწყვეტილებამ დაჩრდილა. მან ნანის წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ყოველ შემთხვევაში , ნანის გაძევება „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ დიდი დანაკლისი იყო. ბევრი თვლის , რომ „ნანი არ არის ისეთი ფეხბურთელი რომ მას ამ მატჩში რამე გადაეწყვიტა“ ეს სისულელეა, უფრო მეტიც ეს უბრალოდ უცოდინრობაა.
ჩვენი ბიჭები საბრძოლველად გამოვიდნენ. მაგრამ გამოვიდა თუ არა "რეალი" ამის გასაკეთებლად? ისნი მხოლოდ ბურთის ფლობის უპირატესობით სარგებლობდნენ, ხოლო "იუნაიტედი" ძალიან სახიფათო და რეალურ მომენტებს ქმნიდა. "მადრიდელები" და "მანჩესტერიც" ოფლში და სისხლში ბანაობდა და მხოლოდ იმისთვის, რომ 1/4 ფინალის საგზური მოეპოვებინათ. მოგების შანსი იყო, მაგრამ არბიტრმა დადგმული სპექტაკლი ჩაშალა..."იუნაიტედი" კი ბოლო წუთამდე იბრძოდა გოლისთვის, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა და იმედია ბევრი მიხვდა ამ თამაშით "წითელი ეშმაკუნების" სიდიადეს...
ფეხბურთი - სისხლიანი ჯოჯოხეთი...ამ მატჩში კი მხოლოდ სისხლი გამოჩნდა და არა ჯოჯოხეთი ...
თითქოს ყველაფერი გამოვიდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა... ფერგიუსონმაც კიდევ ერთხელ აჯობა მოურინიოს სწორი ტაქტიკის დაწყობაში... ჯადოქარი დაფრინავდა, ველბეკი ძალიან ბევრს ცდილობდა, ხოლო კაპიტანი მედგრად იდგა დაცვის ცენტრში. დრო გადიოდა და მოურინიო სიცარიელის მეტს ვერაფერს ვერ ხედავდა, ხოლო რამოსი კი ისევ უხეშად განაგრძობდა თამაშს. ყველაფერი კარგად მიდის! ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი!
ეიფორია... გამაჯვება.... ყველაფერი ძალიან ახლოს იყო, რომ არა 58 წუთი...ყოველივე დეტალი შეიცვალა... ყველაფერი კი თურქი არბიტრის წყალობით.
"მანჩესტერ იუნაიტედი" უპასუხოდ არ დაგვტოვებს. პირიქით თავაწეულებმა უნდა ვიაროთ, რომ ჩვენი მოსაგები მოვიგეთ და ამით ვთქვით ჩვენი სიტყვა! "იუნაიტედი" მატჩის შემდეგ უნელში მიმავალ კლუბს უყურებდა, რომელსაც უკან მსოფლიოში ყველაზე დიდი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მიჰყვებოდა...
სტატია მოამზადა Lado Ghonghadze(ლადო ღონღაძე) redarmy.ge–თვის....