ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სენსაციური სტარტის შემდეგ მსოფლიო საფეხბურთო პრესის ყურადრება "მანჩესტერ იუნაიტედის", ოლე გუნარ სოლსკიაერის და მისი შემადგენლობისკენ არის მიპყრობილი.
გუნდის ფეხბურთელებმა მიყოლებით საკუთარ გულშემატკივრებს მიმართეს და უფრო ძლიერი "იუნაიტედის" დაბრუნება დაანონსეს. მარცხს გამოეხმაურა ჯესი ლინგარდიც, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას შეცდომა დაუშვა რის შემდეგაც ინგლისურმა გრანდმა საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღო.
"იმ საღამოს გახსენება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოედანზე ყოველტვის გავდივარ იმ სურვილით რომ გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის საუკეთესო გავაკეთო.
ყოველ ჯერზე როდესაც ამ მაისურს ვიცმევ იმედია ხალხი ხვდება თუ რამდენად ღირებულია ეს ჩემთვის. ვნერვიულობ იმ შეცდომის დაშვების გამო რომელიც ამ თამაშში შემემთხვა. შეცდომები ფეხბურთში ხდება. ამ ყველაფერს ვიღებთ საკუთარ თავებზე და წინსვლას განვაგრძობთ". - წერს ლინგარდი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.