თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2021, 12:33
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1304,
კომენტარები: 6
სქოულზი: "ოლემ რამე უნდა მოიგოს"
ტიტულების დროა.
სქოულზი:
ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელი მენეჯერის ოლე გუნარ სოლსკიაერის მისამართით კომენტარები არ წყდება.

აღნიშნულ ფაქტს კლუბის ყოფილი, ლეგენდარული ფეხბურთელები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ დროა სოლსკიაერი ინგლისურ გრანდში ტიტულების მოპოვების გზას დაადგეს.

"ეს კლუბი ყოველთვის ელოდება დიდი ფეხბურთელების ტრანსფერებს. გასულ წლებში "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯარაზე თავშეკავებულ საქმიანობას ეწეოდა.

ახლა მას ჰყავს შემადგენლობა რომელსაც შეუძლია დიდი გამარჯვებების მიღწევა, სოლსკიაერს კლუბში სწორედ ამისათვის უხმეს. "ლივერპულს", "ჩელსის" და "სიტის" ჰყავს მწვრთნელები რომელთაც გამარჯვებულის მენტალიტეტი შეუქმნეს საკუთარ თავს.

ჩვენ კი გვყავს ოლე რომელმაც წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა ამ წლებში, ახლა კი დროა მან რაღაც მოიგოს".
- ციტირებს The Mirror - სქოულზის სიტყვებს.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
16 სექტემბერი 2021 12:35
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ყველაფერი წინ არის, ფეხბურთელების კომენტარებში იგრძნობა რომ კვირას ელოდებიან სულმოუთქმელად რომ ყველას დაანახონ ის თუ რა შეუძლია წლევანდელ იუნაიტედს, ვესტ ჰემს ნამდვილად არ გაუმართლა იმიტომ რომ ძაან მაგრად აადუღებენ ჩვენი ბიჭები. ოლე წელს უეჭველი დადებს მსუყე ტიტულს, და გული მიგრძნობს ეს პრემიერ ლიგა იქნება.
0
№2
ავტორი: Phil Jones
16 სექტემბერი 2021 13:19
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
წელს ან ეპლი ან ლიგა დაიდება, ორივეს შანსია და ორივეზე არის ფაქტორები რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს.
0
№3
ავტორი: bendzela
16 სექტემბერი 2021 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მე პირადათ მგონია მაინც რო ოლე უნდა დარჩეს და გააგრძელოს ბრძოლა დიდი მზიმებისთვის,ერთი ის არ მომწონს ოლესი რო ხანდახან არასწორ შეცვლებს აკეთებს ხოლმე
0
№4
ავტორი: shotkin
16 სექტემბერი 2021 16:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მე ის ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც ოლეს იცავდა და სჯეროდა რმ როგორც მწვრთნელი გაიზრებოდა და ღირსეული იქნებოდა ამ კლუბის მარა რაც იანგ ბოიზთან მე ვნახე 100% ით დავრწმუნდი რო ტყუილში მიცხოვრია )))))) ის გადაწყვეტილებები რაც მიიღო და რა ტაქტიკაც აირჩია და უარი თქვა საერთოდ შეტევაზე თან ვისთან , ეს წარმოუდგენელია რა და დღემდე არ მჯერა მარა სამწუხაროდ რეალობაა რო ეგეთი კაცი გვიდგას სათავეში, მეგონა ვილიარელთან ფინალის მერე რამეს ისწავლიდა და ახალი სეზონი დაიწყო და ეხლა ამას აკეთებს))) უბრალოდ რა უნდა ვთქვა არ ვიცი ვიღაცეებმა სეიძლება აპრავოთ გაზონის გამოდ და 10000 რამეის გამო მე ვეღარ გავაპრავებ აქამდე რაც ვაპრავე ლოგიკას ვუქვემდებარებდი და ეხლა ვერანაირად ვერ ვაპრავებ ))) აღარ მჯერა ამ კაცის მე ვაფშე 1 პროცენტითაც.

ის ბაზარიც არ დამიწყოს არავინ ეხლა ფანობაზე რო რანაირი ფანი ხარ და. ა.შ 30 წლის ვარ და მინიმუმ 23 წელია მანიუს ვბალეშიკბ და კარგად მესმის მეც რაღაცეები და ვფიქრობ ისიც გამეგება რა ტიპის მწვრთნელი ჭირდება ამ გუნდს , იმდენად მინდოდა ოლე ყოფილიყო წარმატებული რო შეიძლება რაღაცეებზე თვალს ვხუჭავდი ოდნავ მარა რაც ბოლო თამაშში ქნა ეგიყო პიკი უბრალოდ ნორმალურმა გულშემატკივარმა ეგ როგორ უნდა გაატარო ან გადაყლაპო არ მესმის. უაზრო კომენტარებით თავს ნუ შეიწუხებთ პლასმასის ფანი არ გახლავართ მადლობა ნახვამდის.
2
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 სექტემბერი 2021 17:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემადგენლობის არ ყოლასაც ვერ დააბრალებ უკვე, აქ უკვე მწვრთნელმა უნდა იმუშაოს
0
№6
ავტორი: ikeoni
16 სექტემბერი 2021 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ყველა წინაპირობაა იმის რო სერიოზული შედეგი დაიდოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top