ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და "წითელი ეშმაკები" რბოლაში ერთვებიან. 14 სექტემბერს "იუნაიტედი" შვეიცარიაში ქალაქ ბერნში "იანგ ბოიზ"-ს დაუპირისპირდება.
ოლემ დაასახელა 22 კაციანი შემადგენლობა, რომელიც შვეიცარიაში გაემგზავრა: დე ხეა, ჰიტონი, მატეო კოვარი, დიეგო დალო, ერიკ ბაი, ვიქტორ ლინდელოფი, ჰარი მაგუაიერი, ლუკ შო, რაფაელ ვარანი, აარონ ვან ბისაკა, ბრუნო ფერნანდესი, ფრედი, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა, ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო, დონი ვანდებეკი, ელანგა, მეისონ გრინვუდი, ანტონი მარსიალი და კრიშტიანო რონალდო.
აღსანიშნავია მეორე გუნდის წარმომადგენლების ელანგას და მეკარის მატეო კოვარის დაწინაურება პირველ გუნდში ჩემპიონთა ლიგისთვის და ედისონ კავანის არ ყოფნა, რომელმაც ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო და გუნდთან ერთად არ იმყოფება.
შეგახსენებთ რომ მატჩი თბილისის დროით 14 სექტემბერს 20:45 საათზე გაიმართება. "იუნაიტედი"-ს ჯგუფში "ვილიარეალი-"ატალანტა" ერთმანეთს 14 სექტემბერს 23:00 საათზე შეხვდება.