კრიშტიანუ რონალდუს დებიუტს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი გამოეხმაურა.
დებიუტი მართლაც რომ იდეალური გამოდგა, ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" რიგებში 12 - წლის წინ შეჩერებული პირადი აქტივი განაახლა და 118 - გატანილ გოლს კიდევ 2 - გოლი შემატა.
"ისევე ვარ აღფრთოვანებული როგორც სხვები. მის დებიუტს მოუთმენლად, სუნთქვა შეკრული ველოდებოდი. დღეს მნიშვნელოვანია კლუბის ყველა გულშემატკივრისათვის. (ინტერვიუ ჩაწერილია გუშინ)
რონალდუს დაბრუნებაში ბევრმა ითამაშა თავისი როლი, მეც მათ შორის ვარ, მას "მანჩესტერ სიტის" მაისურით ვერ წარმოვიდგენდი. ამ მიზეზითაც ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები რათა ის "ოლდ ტრაფორდზე" დაგვებრუნებინა". - ციტირებს Daily Mail - სერ ალექსის სიტყვებს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.