თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2021, 20:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1679,
კომენტარები: 6
რონალდუ: "საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე"
პორტუგალიელი კმაყოფილებას გამოხატავს.
რონალდუ:
მორიგი ინტერვიუ, მორიგი კმაყოფილება და კრიშტიანუ რონალდუ რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტდის" გულშემატკივარი დიდხანს ელოდებოდა.

ამჯერად, Telefoot - ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 36 - წლის სუპერვარსკვლვი საკუთარი გადაწყვეტილების მართებულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ინგლისურ გრანდში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

"ეს ყველა იმ გადაწყვეტილებებს შორის საუკეთესოა რომელიც ცხოვრებაში მიმიღია. სწორი დრო შევარჩიე დასაბრუნებლად. მსურს ისტორია დავწერო.

მინდა "იუნაიტედს" შესანიშნავი შედეგების მიღწევაში და ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო".
- განაცხადა დასასრულს კრიშტიანუმ.

შეგახსენებთ, რომ სადებიუტო შეხვედრაში რონალდუმ, სემ ელერდაისის "ნიუკასლის" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

შემდეგი მატჩი "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით აქვთ გასამართი რომელიც 14 - სექტემბერს "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ შედგება.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 სექტემბერი 2021 20:18
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ნამდვილად რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო რონი. რა მატჩი, როგორი ტრიუმფალური დაბრუნება რა დიდებული დღე იყო გუშინ.
0
№2
ავტორი: Shota Blues
12 სექტემბერი 2021 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
როგორც საჯარიმოში, საგოლედ ყველაზე ხელსაყრელ პოზიციას შეარჩევს ხოლმე დაბრუნებაც მსგავსი ინსტიქტით მოხდა. იდეალურ მომენტში, რაც კი საერთოდ შეიძლება გვენატრა. ისეთი გულდაწყვეტილი ვიყავი მისი წასვლით, რომ დაბრუნების შემთხვევაში ჩემს პირველ ემოცის როგორიც სულ თავიდან, რონალდოს გამოჩენას მოყვა ვერაფრით გაამეორებდა თუ არა რაიმე განსაკუტრებული ვითარება. წარსულში ბრუნდება გუნდი და ძველ დიდებას იბრუნებს, რომელიც არასოდეს დაიკარგება, მხოლოდ დროებითად შეიძლება განელდეს ეპოქების ცვლილების დროს.
0
№3
ავტორი: bendzela
12 სექტემბერი 2021 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ ემოციებისგან ❤️ სასწაული დაბრუნება იყო
0
№4
ავტორი: ikeoni
12 სექტემბერი 2021 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
კიდე ემოციებში ვარ ❤️
0
№5
ავტორი: PaLoMo
13 სექტემბერი 2021 19:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
იცის და შ...ი თ გუნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 სექტემბერი 2021 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იანგ ბოისსაც უნდა გაუტანოს მისტერ ჩემპიონთა ლიგამ :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top