დიდებული დებიუტი, დიდებულ მატჩი, კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგის მეოთხე მატჩში თავისი სადებიუტო სიტყვა თქვა, ოლე გუნარის შემადგენლობამ, სემ ელერდაისის "ნიუკასლი" გამანადგურებელი ანგარიშით 4-1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
შეხვედრაში "დუბლი" ნორვეგიელი სპეციალისტის შემადგენლობის ახალწვეულმა, "სუპერვარსკვლავმა" კრიშტიანუ რონალდუმ გაიფორმა, ხოლო თითო, თითო გოლით ჯესი ლინგარდმა და ბრუნო ფერნანდეშმა გამოიჩინეს თავი.
"ყველა გახარებულია როცა გუნდი იმარჯვებს. ჩვენი გულშემატკივრების სახეზე ღიმილის ხილვა დადებით ემოციებს მგვრის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მატჩის მოგება, მიზნები იგივე რჩება.
რონალდუ - დაბადებულია ბომბარდირობისთვის. მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, შექმნა დიდებული გასაქანი, მისი გადმოსვლის შემდეგ გუნდში ბრწყინვალე ატმოსფერო შეიქმნა.
ეს ყველაფერი მის აქ გადმოსვლამდე არ იყო". - ციტირებს ოლე გუნარ სოლსკიაერის სიტყვებს BBC - ი .
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ. "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ 12 - წლის შემდეგ, დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 - ქულის მოპოვებაში დაეხმარა.