დიდი დაბრუნების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი ხვალ, პრემიერლიგურ დაპირისპირებაში შედგება.
ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები თბილისის დროით 18:00 სთ-ზე "ნიუკასლს" დაუპირისპირდებიან. მორიგი ინტერვიუს ჩაწერისას, კრიშტიანუმ კლუბის ოფიციალურ პრეს - სამსახურთან საკუთარ გეგმებზე და მიზნებზე ისაუბრა.
"აქ დასასვენებლად არ ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებას მიჩვეული ვარ ასე, რომ ტრადიციების დარღვევა არ მსურს.
გამარჯვებებისათვის მოვედი, ხოლო ჩემი პარტნიორები ამის მიღწევაში დამეხმარებიან. მომდევნო 3-4 წლის მანძილზე ჩვენ კვლავ მწვერვალებისკენ დავიძვრებით". - განაცხადა დასასრულს რონალდუმ