გასულ წელს, ტურინის "იუვენტუსის" მთავარი პრიორიტეტი, "მანჩესტერ იუნაიტედი" - დან ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერი იყო.
პოლმა თავისი კარიერის სერიოზული ეტაპი სწორედ იტალიურ გრანდში 2012 - წელს დაიწყო, ის გახდა გუნდის ერთ ერთი მთავარი ფიგურა 2016 - წლამდე, მანამ სანამ ინგლისურ გრანდს მიაშურებდა.
მისი კონტრაქტი ოლე გუნარ სოლსკიაერის კლუბთან მომავალ წელს იწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ ხერხდება რაც ნიშნავს, იმას რომ ფრანგი "ოლდ ტრაფორდს" უფასოდ დატოვებს თუ რა ტქმა უნდა კონტრაქტის ვადები არ გახანგრძლივდა.
დღევანდელ სტატიაში საუბარია იმაზე თუ რა სურს ფრანგს? პოგბა ნამდვილად არ არის დარწმუნებული რომ დარჩება იქ სადაც არის. ტურინში მისი დაბრუნება კვლავ სურთ, თუმცა ეს ნახევარმცველის სურვილი ნამდვილად არ არის.
პოგბას მადრიდის "რეალში" სურს ასპარეზობა და ფიქრობს, რომ მომავალ წელს სწორედ პერესის კლუბს უფასოდ შეუერთდება.