კლუბის ოფიციალური პრეს - სამსახური მოხარულია გაცნობოთ, რომ გულშემატკივრების ხმათა უმრავლესობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მეისონ გრინვუდს გადაეცა.
19 - წლის ნიჭიერმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, გასულ თვში კლუბის მიერ ჩატარებულ სამ პრემიერლიგურ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მისონმა თავი სამივე შეხვედრაში სამი გატანილი გოლით გამოიჩინა.
"ლიდსი", "საუთჰემპტონი" და "ვულვერჰემპტონი, ეს ის გუნდია რომელთა კარებებიც თავდამსხმელმა დალაშქრა. აქვე დავძენთ, რომ გრინვუდი კლუბის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია.
საერთო ჯამში ინგლისელმა ,ინგლისურ გრანდში 68 - მატჩი ჩაატარა, პირადი აქტივი კი 20 - გოლით შავსო. მეისონი ინგლისის ნაკრების დებიუტანტიც გახლავთ.