თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2021, 21:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1555,
კომენტარები: 14
"იუნაიტედის" თვის საუკეთესო ფეხბურთელი
კლუბმა პრიზი ახალგაზრდა ნიჭიერ თავდამსხმელს გადასცა.
კლუბის ოფიციალური პრეს - სამსახური მოხარულია გაცნობოთ, რომ გულშემატკივრების ხმათა უმრავლესობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მეისონ გრინვუდს გადაეცა.

19 - წლის ნიჭიერმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, გასულ თვში კლუბის მიერ ჩატარებულ სამ პრემიერლიგურ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მისონმა თავი სამივე შეხვედრაში სამი გატანილი გოლით გამოიჩინა.

"ლიდსი", "საუთჰემპტონი" და "ვულვერჰემპტონი, ეს ის გუნდია რომელთა კარებებიც თავდამსხმელმა დალაშქრა. აქვე დავძენთ, რომ გრინვუდი კლუბის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია.

საერთო ჯამში ინგლისელმა ,ინგლისურ გრანდში 68 - მატჩი ჩაატარა, პირადი აქტივი კი 20 - გოლით შავსო. მეისონი ინგლისის ნაკრების დებიუტანტიც გახლავთ.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Anjelique
5 სექტემბერი 2021 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ძალიან მეიმედება მეისონი წარმატებები უმაგრესი ბიჭია ❤️❤️❤️ ლინგარს მესი შეეყარა თუ რაჩირს ამბიჭს
0
№2
ავტორი: Svanchester
5 სექტემბერი 2021 21:39
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Anjelique
ძალიან მეიმედება მეისონი წარმატებები უმაგრესი ბიჭია ❤️❤️❤️ ლინგარს მესი შეეყარა თუ რაჩირს ამბიჭს

უფრო რონალდუ შეეყარა, თან რონის სტილში რო აღნიშნა გოლი))))
0
№3
ავტორი: giorgi_mg
5 სექტემბერი 2021 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დამსახურებულად,
იმედია ტრამვები არ შეაწუხებს და ასეთ დონეზე თამაშს სტაბილურად გააგრძელებს.
0
№4
ავტორი: bendzela
5 სექტემბერი 2021 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მაგრად მეოდება ეს ბიჭი, დარწყმის სასწაული კულტურა აქვს ბილიარდივით აცურებს კარებში ბურთებს
0
№5
ავტორი: Buk777
5 სექტემბერი 2021 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Dzan seriozulia magari momavali aqvs
0
№6
ავტორი: ikeoni
5 სექტემბერი 2021 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
აშკარააა რო დიდი მოთამაშე იქნება ❤️
0
№7
ავტორი: shotkin
5 სექტემბერი 2021 23:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოდი ვაღიაროთ რო დღეს ვისაც სასტარტო გარანტირებული აქვს შეტევის წინა ხაზში ეს გრინვუდია, ამ ბიჭს ვერც სანჩო ამოაგდებს და ვერშფორდი თუ ესე გააგრძელა მარსიალზე ხო საუბარი ზედმეტია
0
№8
ავტორი: LASHQARA
6 სექტემბერი 2021 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეტყობოდა ამ ბიჭს რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, რეშზე დიდ ფეხბურთს ითამაშებს, უნიჭიერესია და მარცხენა და მარჯვენა არ გააჩნია, ორივე სახიფათოა მოწინააღმდეგისთვის... love am
0
№9
ავტორი: temo-scholes
6 სექტემბერი 2021 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Svani
ციტატა: Anjelique
ძალიან მეიმედება მეისონი წარმატებები უმაგრესი ბიჭია ❤️❤️❤️ ლინგარს მესი შეეყარა თუ რაჩირს ამბიჭს

უფრო რონალდუ შეეყარა, თან რონის სტილში რო აღნიშნა გოლი))))

ჰეტრიქიც უნდა გაეფორმებინა კიდეც ისეთი მაგარი შანსი ქონდა... მაგრად ითამაშა ძაან და .ე ოირადად მაგრად მიხარია იქიდან გამომდინარე რომ ზამენის ბიჭებიც კი ხოდზე გვეყოლება სულ!!!
0
№10
ავტორი: David_Beckham7
6 სექტემბერი 2021 05:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ეს ფეხბურთელი ყველაზე მეტად მიყვარს ჩვენ გუნდში რო ვუყურებ რა შეიძლება დადგეს,და მისი გატანილინგოლი და წარმატება ყველაზე მეტად მახარებს. ორივე ფეხით როგორ ასრულება და თან როგორი კუთხეებიდან, სწორს ამბობს ხოლმე ოლე ორივე ფეხით ურტყავს და ვერ ერკვევა დამცველი რომლიდან დაურტყავს საიდნა უნდა დაუფაროს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top