დღეს გავრცელებული ფოტოებით, რომელიც მედიამ აიტაცა, "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, ოჯახის გარემოცვაში "მანჩესტერის" ამინდით სიამოვნებას იღებს და ქალაქში ყოფნით ბედნიერია.
კრიშტიანუმ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ფოტოების აღწერა ასე დაასათაურა: "ვინ თქვა, რომ "მანჩესტერში" მზე არ არის?". "იუნაიტედის" ახალი შვიდიანი ოჯახთან ერთად ჯერ კიდევ თვითიზოლაციაშია რომელიც ოთხშაბათს დასრულდება.
კარანტინის დასრულების შემდეგ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება სავარჯიშო სესიებს ჩაატარებს და პრემიერლიგური დაპირისპირებისთვის მოემზადება.
შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის "წითელი ეშმაკები" 11 - სექტემბერს, პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში "ნიუკასლს" დაუპირისპირდებიან.