თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2021, 19:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1586,
კომენტარები: 6
პოგბა: "საუკეთესოებთან თამაში სასიამოვნოა"
პოლის კომპლიმენტები რონალდუს და ვარანს.
პოგბა:
ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ კლუბის ახალწვეულები რაფაელ ვარანი და კრიშტიანუ რონალდუ შეაფასა.

"განსაკუთრებით კლუბისათვის, რაფაელ ვარანის ჩამოსვლა და ჩვენს რიგებში ხილვა პოზიტიურია. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიხარია რომ ვარანი ჩვენთან ერთადაა, გუნდში ის გამოცდილებას და კარგ თვისებებს შემოიტანს.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს - საუკეთესოებთან ერთად თამაში სასიამოვნოა. ეს არის სტიმული და ბიძგი გუნდისათვის რომ სათამაშო დონე უფრო გაიზარდოს. გვსურს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს".
- განაცხადა დასასრულს პოლმა Telefoot - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პოგბას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია, ხელშეკრულება მომავალ წელს იწურება.

იმ შემთხვევაში თუ ახალი კონტრაქტი ვერ გაფორმდა, ფრანგ ნახევარმცველს, უკვე იანვარში შეეძლება ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების წარმოება და წინასწარი შეთანხმების დადება.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
5 სექტემბერი 2021 20:02
  • სიახლეები: 2852
  • კომენტარები: 3907
ხელი მოაწერე ბლინ ახალ კონტრაქტს
0
№2
ავტორი: Old Red Devil
5 სექტემბერი 2021 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ხოდა მეტი რაღა უნდა ამ ჩემისას.თავის პოზიციაზეც ათამაშებენ უკვე.რეალში უბდოდა და ჰა რეალის 2 ფეხბურთელი მოუყვანეს.1 ფრანგი და მეორე ფეხბურთის ლეგენდა.მეტი რა ჭირდება იმისათვის რომ აჩვენოს ის რაც შეუძლია.მგონი მონდომება,მარსიალზე ოდნავ უკეთესია თორე ესეც კაი ჩობანია
1
№3
ავტორი: ikeoni
5 სექტემბერი 2021 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11518
ეგ გასაგებია ყველაფერი და შენ რას აპირებ ერთი ჩემი ძმა ბოლობოლო??:))
0
№4
ავტორი: David_Beckham7
6 სექტემბერი 2021 05:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ამის განაგრძლივების განხილვას აზრი არ აქვს ეს წასულია, რაიოლა.ცენზურაი ეხლა ზედმეტი ფულის შოვნის შანს გამაზავს წაიყვანს უფასოდ რეალში და მოლაპარაკების საკომისიოს გადაახდევინებს. პოგბას და მბაპეს უფასოდ დაითრევს რეალო და ეს როგორ არ მომწონს ჯობდა წელსვე ეყიდა და გული გადაეხადათ მბაპეში
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
6 სექტემბერი 2021 18:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კონტრაქტი გაახანგრძლივე თუ კაცი ხარ :)
0
№6
ავტორი: makaveli
9 სექტემბერი 2021 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მოგიდ*ან აგენტი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top