"გლეიზერების" კლუბს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება. კლუბის აღნიშნულ პოსტს ედ ვუდვორდი იკავებს თუმცა რამოდენიმე თვის წინ დაანონსებული წასვლა აუცილებლად შედგება.
ჯერ კიდევ აპრილში, როდესაც დაანონსდა სკანდალური "სუპერ ლიგის" შექმნა, მოგეხსენებათ აღნიშნულ ინიციატივას "მანჩესტერ იუნაიტედიც" შეუერთდა.
რის შემდეგაც კლუბმა უმალ დატოვა პროექტი და ედ ვუდვორდის თანამდებობასაც წყალი შეუდგა. მაშ ასე, ედი დაკავებულ თანამდებობას კალენდარული წლის ბოლოს დატოვებს.
"წითელი ეშმაკები" ახალი გარე კანდიდატურის მოყვანას არ გეგმავენ, ხოლო ახალი კადრი იქნება კლუბის სტრუქტურიდან შერჩეული და ის რიჩარდ არნოლდი იქნება.
არნოლდი ამჟამად "იუნაიტედის" მმართველი დირექტორია, ხოლო იქამდე ის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. რიჩარდის დანიშვნა ედ ვუდვორდის ადგილზე შესაძლოა ოფიციალურად მომდევნო თვეში დადასტურდეს. ინფორმაცია Sky Sports - მა გაავრცელა.
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.