რონალდუს აეროპორტში ყოფილი თანაგუნდელი დახვდა.
ამჟამად უკვე ოფიციალურად, კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერს" დაუბრუნდა. ფეხბურთელი ქალაქში გუშინ ჩაფრინდა.
ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელ სუპერვარსკვლავს, აეროპორტის კერძო ტერმინალში, კლუბის ახალი ტექნიკური დირექტორი და კრიშტიანუს ყოფილი თანაგუნდელი დარენ ფლეტჩერი დახვდა.
რიგი პროცედურების შემდეგ, რომელიც "დიდი ბრიტანეთის" კანონმდებლობით განისაზღვრება, რონალდუ გუნდს მომავალ კვირას შეუერთდება და სავარჯიშო სესიებს დაიწყებს.
მატჩი რომელსაც მისი მონაწილეობით ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობა ჩაატარებს, 11 - სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ შედგება, გულშემატკივრებს კრიშტიანუს ხილვა პრემიერლიგურ დაპირისპირებაში შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს სანაკრებო შეკრების დატოვება დროზე ადრე მოუხდა, რადგან ფეხბურთელმა რამოდენიმე ყვითელი ბარათი გადაბმით დააფიქსირა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს რომელიც მის ნაკრებს "აზერბაიჯანის" წინააღმდეგ აქვს გასამართი, ვერ დაესწრება.
წყარო:
euro-football.ru