Bild - ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდო "არსენლას" წაართვეს.
"18 წლის რონალდო "არსენალის" ბაზაზე იმყოფებოდა და ის ჩვენ უნდა გაგვეფორმებინა, თუმცა ასპარეზე უცბათ სერ ალექს ფერგიუსონი გამოვიდა. იმ დროს მისი დამხმარე კარლოს კეირუში იყო, რომელიც აქტიურად იყო ჩართული და ფაქტიურად მან დაარწმუნა ფერგიუსინი რონალდო შეეძინა."
"ახლა რონალდოს ტრანსფერს უფრო ემოციური დატვირთვა აქვს, ვიდრე საფეხბურთო და არ მგონია რომ მიღებული გადაწყვეტილება 100% რაციონალურია. გუნდში იპოვო ბალანსი, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, თუმცა ზოგადად გამოცდილ ფეხბურთელებს ბევრი გოლი გააქვთ."
"ჩვენ იმ დროს შეგვეძლო 4 მილიონის გადახდა, მეტი თანხა უბრალოდ არ გვქონდა, ფერგიმ კი 12 მილიონი გადაიხადა"
"ფერგიუსონმა რონალდო ჯერ ჩვენ წაგვართვა, ახლა კი იგივე "მანჩესტერ სიტის" გაუკეთა." - დაასრულა ფრანგმა ყოფილმა მწვრთნელმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.