მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები განახლდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" რამოდენიმე მოთამაშე ოროვნული ნაკრებების განკარგულებაში არიან.
არცთუ ისე სასიამოვნო სიახლე ვრცელდება ინგლისისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართათვის. ჯეიდონ სანჩომ სავარჯიშო სესიების მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და უნგრეთთან გუშინ გამართული დაპირისპირება გამოტოვა.
ტრავმა არცთუ ისე მძიმეა, მეტიც ჯეიდონი სანაკრებო შეკრებას არ დატოვებს, თუმცა დამატებითი სამედიცინო კვლევები კვლავ ჩაუტარდება საბოლოო დასკვნის მისაღებად.
გარეთ საუთგეითის ნაკრების შემადგენლობაში ასევე იმყოფებიან ლუკ შოუ, ჰარი მაგუაიერი და ჯესი ლინგარდი. გუშინდელ დაპირისპირებაში ტავის გამოჩენა ორივემ შეძლო, შოუს საგოლე გადაცემით მაგუაიერმა ისარგებლა და პირადი აქტივი ერთი გოლით შეავსო.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.