კრიშტიანუ რონალდუმ მადლობა გადაუხადა ედინსონ კავანის, რომელმაც პორტუგალიელს შესთავაზა 7 ნომრის აღება, რომლითაც რონი თამაშობდა "მანჩესტერ იუნაიტედში".
"მე არ ვიყავი დარწმუნებული, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა 7 ნოპმრიანი მაისურის მოპოვება," - თქვა რონალდუმ კლუბის ოფიციალურ Twitter- ზე. "ასე რომ, მინდა უღრმესი მადლობა მოვუხადო ედი კავანის წარმოუდგენელი ჟესტისთვის!”
"იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია. რაც შეეხება კავანის, ის 21 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომლითაც ურუგვაის ორვნულ ნაკრებში გამოდის.
შეგახსენებთ, რომ 21 ნომერს აქამდე დენ ჯეიმსი ატარებდა, რომელიც უკვე "ლიდსის" ფეხბურთელია.