მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მოგების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო შეკრებას დროზე ადრე დაასრულებს.
ფეხბურთელმა ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. გარდა ამისა რონიმ მსოფლიო რეკორდის დამყარებაც შეძლო.
გამარჯვების მომტანი გოლის გატანის შემდეგ, სუპერვარსკვლავმა მომენტი მაისურის გახდიტ აღნიშნა რის შემდეგაც მთავარმა არბიტრმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა.
სწორედ ამიტომ თავდამსხმელს მორიგი მატჩის გამოტოვება მოუწევს, პორტუგალია შემდეგ შეხვედრას აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართავს.
რონალდუ ამრიგად, "მანჩესტერის" გზას დაადგება და კლუბის შემდეგი შეხვედრისათვის მოსამზადებელ ეტაპს შეუერთდება. იუწყება პორტუგალიური გამოცემა - RTP.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.