კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ კრიშტიანო რონალდო 7 - ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. 2003-2009 წლებში ლეგენდარული ნომრით კრიშტიანოს მოგებული აქვს 9 - ტიტული, მათ შორის 3 - პრემიერლიგა და 1 - ჩემპიონთა ლიგის თასი. 292 - მატჩში კი 118 გოლი გაიტანა.
ამ დილით ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კლუბმა FA - სგან ოფიციალური დასტური მიიღო თხოვნაზე, რომელიც ეხებოდა კლუბში ნომრების გადანაცვლებას: კერძოდ ედისონ კავანიმ დანიელ ჯეიმსის ტრანსფერის შემდეგ, გადაწყვიტა რომ თავისუფალი 21 - ნომერი აეღო ხოლო ლეგენდარული 7 - ნომრიანი მაისური რონალდოსთვის დაეთმო.
7 - ნომრიანი მაისური "იუნაიტედში" დიდ დატვირთვას ატარებს. კლუბში 7 - ნომრიანი მაისირს ატარებდნენ ისეთი ლეგენდები როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი.
ამჟამად კრიშტიანუ სანაკრებო შესვენებაზეა და ირლანდიასთან დუბლის შესრულების შემდეგ ყველა დროის ბომბარდირი გახდა სანაკრებო დონეზე, მას 111 - გოლი დაუგროვდა და როგორც თვითონ განაცხადა გაჩერებას არ აპირებს.
ირლანდიასთან მიღებული ყვითელის გამო კი 7 - სექტემბერს აზერბაიჯანთან გასამართ მატჩს გამოტოვებს და "მანჩესტერს" იმაზე ადრე მიაშურებს ვიდრე გვეგონა. კრიშტიანუს დებიუტი "ნიუკასლთან" 11 სექტემბერს იგეგმება, სადაც "ოლდ ტრაფორდი" "უძღებ შვილს" მიეგებება.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.