პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ რეკორდების მოხსნას განაგრძობს. ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელმა ფეხბურთელმა ამჯერად სანაკრებო დონეზე უმაღლესი სტატისტიკა დააფიქსირა.
მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებმა სტარტი აიღო, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე რონალდუს შესანიშნავად შესრულებული დუბლის წყალობით დაამარცხა.
ანგარიში სკანდინავიელებმა 45 - ე წუთზე გახსნეს, მანამდე იყო კრიშტიანუს გაცუებული პენალტი 15 - წუთზე თუმცა, პორტუგალიელის ბენეფისი 89 - წუთზე დაიწყო, მაშინ როდესაც ჯერ წონასწორობა აღადგინა ხოლო 96 - წუთზე გამარჯვებს მომტანი ბურთი გაახვია ირლანდიელთა კარის ბადეში.
ამ დუბლით რონალდუ გახდა მსოფლიოში საუკეთესო ბომბარდირი სანაკრებო დონეზე, მან რანელი ალი დაეის რეკორდი მოხსნა რომელიც 109 ბურთს ითვლიდა, ამრიგად რონის ანგარიშზე 111 - გოლი დაგროვდა და სტატისტიკის უმაღლესი მაჩვენებელიც დააფიქსირა.
აღნიშნული ფაქტი არც "მანჩესტერ იუნაიტედს" გამოჰპარვია, კლუბმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე თავდამსხმელს მიღწეული შედეგი და რეკორდის დამხობა მიულოცა.
" 111. მსოფლიოს საუკეთესო გოლეადორი სანაკრებო დონეზე. ჩვენი მილოცვა შენ".