The Athletic - ის ინფორმაციით პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "მანჩესტერ სიტისთან" ყველა დეტალი შეათანხმა და ტრანსფერს წინ არაფერი ედგა. მოვლენები წინა ხუთშაბათს განვითარდა.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის შიდა წრესთან შეხვედრა მოითხოვა და გავლენიან პირებს ესაუბრა. ნორვეგიელი კატეგორიულად ითხოვდა გუნდისგან მოქმედებას და ყველაფერს აკეთებდა, რომ რონი თანაქალაქელებისთვის არ დაეთმო. მან საუბრისას თქვა, რომ კრიშტიანოს "სიტიში" გაშვებით, სერიოზულ შედეგებს მოიმკიდა "მანიუ" და არწმუნებდა კლუბის გავლენიან პირებს, რომ რონის "ცისფრებში" წასვლა კლუბის ყველა ახალგაზრდას დიდ ზიანს მიაყენებდა.
ნორვეგიელმა მალევე წარმოადგინა სპეციალურად შედგენილი გეგმა, სადაც დეტალურად ეწერა თუ რა სარგებელს მოიტანდა რონის სახლში დაბრუნება. ამის შემდეგ ოლე სასწრაფოდ რეკავს აღმასრულებელ დირექტორთან ედ ვუდვორდთან და არკვევს ფინასნურ დეტალებს, თუ რამდენად ძალუძს კლუბს რონის შეძენა და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
წყაროს ცნობით ედ ვუდვორდმა უყოყმანოდ თანხმობა განაცხადა და სასწრაფო წესით დაუკავშირდა "იუვენტუსს" მოსალაპარაკებლად.
ავტორიტეტული ესპანური Marca ასევე წერს ტრანსფერის დეტალებს და ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბარი შედგა რონალდოს და სერ ალექს ფერგიუსონს შორის, სადაც ლეგენდარულმა შოტლანდიელმა პორტუგალიელს უთხრა, რომ უარი ეთქვა "მანჩესტერ სიტისთვის" და სახლში დაბრუნებულიყო.
ძნელად წარმოსადგენია კრიშტიანუ რონალდოს უარი ეთქვა მეორე მამისთვის (ასე უწოდებს პორტუგალიელი სერ ალექს) რათქმაუნდა რონიმ დაუჯერა და სახლში დაბრუნდა.