დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგას ნომრების შეცვლის თხხოვნით მიმართა და პასუხის მოლოდინშია.
Sky Sports - ის ინფორმაციით, კლუბს სურს კრიშტიანუ რონალდუმ თავისი შვიდნომრიანი მაისური დაიბრუნოს, რომელიც ახლა ედინსონ კავანის საკუთრებაა.
პრემიერ ლიგის მოქმედი წესების მიხედვით, ფეხბურთელს არ შეუძლია იმ ნომრის აღება, რომლითაც ჩემპიონატის განაცხადში უკვე სხვა მოთამაშე იყო შეყვანილი, ან მან გუნდი უნდა დატოვოს.
ჯერჯერობით უცნობია, დართავს თუ არა ინგლისის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა ნომრების შეცვლის უფლებას - თანხმობის შემთხვევაში რონალდუ შვიდიანს დაიბრუნებს, კავანი კი 21 ნომერს მოირგებს, რომელსაც უელსელი დენ ჯეიმსი ატარებდა და რომელიც "ლიდს იუნაიტედში" გადავიდა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.