სპორტული პრესა დღითიდღე აქტიურად წერდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ნახევარმცველის ჯესი ლინგარდის სამომავლო გეგმებსა თუ გადაწყვეტილებებზე.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ მცირე დროა დარჩენილი, ხოლო The Athletic - ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობით, ლინგარდი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენაში დარწმუნებულია.
28 - წლის ლინგარდი გუნდში დარჩება და საკუთარი სათამაშო დროის მოსაპოვებლად ბრძოლას გეგმავს. როგორც ჩანს "ვესტ ჰემის" გეგმები ჯესისთან დაკავშირებით ფიასკოს განიცდის.
მთელი ზაფხულის მანძილზე "ჩაქუჩების" მხრიდან მცდელობა დიდი იყო. მოიესის გუნდმა "იუნაიტედს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 - მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო, თავად ტრანსფერის წინააღმდეგი ჯესი ლინგარდიც გახლდათ.